ნბა-ს 2016 წლის ჩემპიონი 37 წლის რიჩარდ ჯეფერსონი “დენვერ ნაგეტსის” კალათბურთელი გახდება, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთწლიან კონტრაქტში ჯეფერსონი 2.3 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. წყაროს ცნობით, მხარეები ხელშეკრულებას რამდენიმე დღეში მოაწერენ ხელს.
განვლილ სეზონში ჯეფერსონი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3.9 ქულას და 1.8 მოხსნას აგროვებდა.