კალათბურთი

22:37 | 17.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოლდრიჯი და “სან ანტონიო” 73 მილიონზე შეთანხმდნენ

“სან ანტონიოს” ცენტრი ლამარკუს ოლდრიჯი კლუბს ახალ, 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, აღნიშნულ ინფორმაციას ტეხასური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კალათბურთელი ხელშეკრულების მიხედვით სამ წელიწადში 73 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

განვლილ სეზონში ოლდრიჯი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 17.3 ქულას, 7.3 მოხსნას, 1.9 პასს და 1.2 ბლოკ-შოტს აგროვებდა.

0.116983