“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგაზე “მარიბორთან” მატჩამდე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იოლ თამაშს არ ელის.
“ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ “მანჩესტერ იუნაიტედთან”, თუმცა ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ. ჩვენს ძალებში დარწმუნებული უნდა ვიყოთ და მივიღოთ თამამი გადაწყვეტილებები, რადგან მაღალ დონეზე ვითამაშოთ და კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ.
“მარიბორთან” ადვილი გასეირნება არ გველის. მათ აქამდე მრავალი მატჩი გამოიარეს და ბევრი ბარიერი გადალახეს, ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვედრილიყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ადვილი თამაში არ იქნება.
ძალიან გვინდა მომდევნო ეტაპზე მოხვედრა. წინა მატჩებში კარგად ვიასპარეზეთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. არ ვიცი რამდენად შორს წავალთ ამ სეზონში. ყველაფერი დამოკიდებულია შედეგებზე. ახლა მხოლოდ “მარიბორთან” შეხვედრაზე ვფიქრობ”, - განაცხადა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ “მარიბორისა” და “ლივერპულის” მატჩი დღეს, 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.