კატალონიის “ბარსელონა” “ლევერკუზენის” 3 მოთამაშით დაინტერესდა. “ბლაუგრანას წამომადგენლები ბუნდესლიგის მე-8 ტურში “ბაიერსა” და “ვოლფსბურგს” შორის გამართულ შეხვედრას დაესწრნენ. გერმანიაში იმყოფებოდნენ კლუბის სპორტული დირექექტორი რობერტო ფერნანდესი და მისი თანაშემწე ურბანო ორტეგა.
Sport-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის წარმომადგენლები ერთდროულად სამ მოთამაშეს აკვირდებდნენ: მცველ ჯონათან ტას, გარემარბებს ლეონ ბეილსა და იულიან ბრანდტს.
ცნობილია, რომ ბრანდტის შეძენა 30 მილიონ ევროდაა შესაძლებელი, ხოლო ჯონათან ტა დაახლოებით 25 მილიონი ევრო ღირს.