ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
ქართულმა კლუბმა 7 შეხვედრიდან 11 ქულა დააგროვა და პირველობა აზერბაიჯანულ "ოლდარ ურდუსთან" გაინაწილა. თუმცა, დამატებითი მაჩვენებლები ჩემპიონის ტიტული ბათუმლებმა დაისაკუთრეს. III-IV ადგილები, 10-10 ქულით, ბელორუსიის "ბოსა ნოვა"-მ და რუსეთის "უგრა ჩეს კლაბ"-მა გაინაწილეს.
კლუბის შემადგენლობაში ასპარეზობდნენ: ნანა ძაგნიძე, დრონავალი ჰარიკა, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია; გუნდის კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე; მწვრთნელი დავით ჯოჯუა.
ქართველი მოჭადრაკეებიდან პირად დაფებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა - ოქროს მედლები საკუთარ დაფაზე, ბელა ხოტენაშვილმა - ბრინჯაოს მედალი.
ვაჟთა კლუბებს შორის საუკეთესო შედეგი რუსეთის "გლობუს"-მა აჩვენა რომელიც მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეებით იყო დაკომპლექტებული:კრამნიკი, მამედიაროვი, გრიშუკი, კარიაკინი, გირი, ნეპომნიაში, კორობოვი, ხისმატულინი.
სულ ჩემპიონატში ქალთა 12 და ვაჟთა 36 გუნდი ასპარეზობდა.
აღსანიშნავია, რომ "ნონა" ორჯერ უკვე იყო ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული - 2014 და 2015 წლებში, ხოლო 2016-ში ვერცხლის მედალს დასჯერდა.
gcf.org.ge