ფეხბურთი

11:50 | 17.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარისთვის „ოქროს ბურთი“ 3 მილიონს უდრის

პსჟ-ს ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი, ფრანგული კლუბისგან 3 მილიონ ევროს მიიღებს, თუ „ოქროს ბურთს“ მოიპოვებს.

LeParisien-ის ცნობით, „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი 3 მილიონს მიიღებს ყველა ჯერზე, როდესაც ზემოთნახსენები საპატიო პრიზის მფლობელი გახდება. შეგახსენებთ, რომ 25 წლის მოთამაშეს პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ამ თანხის მოგების შანსი არაერთხელ ექნება.

ნეიმარი პსჟ-ში მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა. ამ გადაწყვეტილებას თან არაერთი მოსაზრება ახლდა. ბევრი ფიქრობს, რომ ნეიმარს ლეო მესის ჩრდილიდან გამოსვლა სურდა, რათა „ოქროს ბურთის“ მოპოვება მოახერხოს.

0.12152