ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ვიქტორ მოზესი ტრავმირებულია. 26 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში, “კრისტალ პალასთან” წაგებული (1:2) შეხვედრის მე-40 წუთზე დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
როგორც გაირკვა, ნიგერიელ ფეხბურთელს მუხლის ქვედა მყესი აქვს დაზიანებული და თამაშს ერთი თვის განმალობაში ვერ შეძლებს.
მოზესმა მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 1 გოლი გაიტანა.