ფეხბურთი

17:51 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაკა “ორლანდოს” გამოემშვიდობა

ბრაზილიელმა ვარსკვლავმა რიკარდო კაკამ “ორლანდო სიტის” შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა და კლუბსა და ქომაგებს გამოემშვიდობა.

ბოლო თამაში კაკასთვის ემოციური გამოდგა და მან მოედანი ცრემლების გარეშე ვერ დატოვა. მინდორზე მის გამოჩენას ყველა ოვაციით შეხვდა. გულშემატკივართა უმრავლესობა კაკას 10-ნომრიანი მაისურით იყო შემოსილი და ასე გააცილეს საყვარელი ფეხბურთელი.

უცხოური მედია აქტიურად წერდა, რომ 35 წლის მოთამაშე “ორლანდოდან” წასვლის შემდგომ კარიერას დაასრულებდა, თუმცა შესაძლოა, კაკა “სან პაულოში” დაბრუნდეს. სწორედ იქ, სადაც მისი საფეხბურთო კარიერა დაიწო.

“ის არის ფეხბურთელი, რომელმაც წვლილი შეიტანა კლუბის წარმატებაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კაკა ისევ დაბრუნდეს ჩვენთან”, - განაცხადა ბრაზილიური კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა კარლოს ბაროშმა.

შეგახსენებთ, რომ კაკა 1994-2000 წლებში “სან პაულოს” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შემდგომი 3 სეზონი მთავარ გუნდში გაატარა, საიდანაც იტალიურ “მილანს” მიაშურა. სწორედ “როსონერიში” გაითქვა მან სახელი და კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც პერსონალური, ისე გუნდური ტიტულები მოიპოვა. შემდეგ იყო “რეალი – 2009-2013 წლებში და კვლავ “მილანი” – 2013-2014 წლებში.

0.146314