18 წლის გოგა ბითაძე კვლავ საუკეთესოა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი სერბული „მეგა ბიმაქსის“ ღირსებას იცავს და ამ გუნდის ლიდერია. ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში ბიმაქსელებმა ბელგრადში სლოვენიურ „ოლიმპიას“ უმასპინძლეს და 77:86 დამარცხდნენ.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 28:47 წუთში ორმაგი დუბლი - 12 ქულა, 14 მოხსნა, 1 პასი და 3 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 14-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი და 2 საჯარიმო კი ააცილა. საერთო სარგებლიანობით ნიკოლა რებიჩთან ერთად (18 ქულა) ბითაძე ბელგრადელთაგან საუკეთესო იყო.
4 ტურის შემდეგ „მეგა ბიმაქსს“ 2 მოგება და 2 წაგება აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 21 ოქტომბერს, მონტენეგროში, პოდგორიცეს „ბუდუჩნოსტთან“ გამართავს.
GBF.GE