მიმდინარე ეროვნული ლიგის რეკორდი: ერთ შეხვედრაში ცხრა გოლი გავიდა, ანუ ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა “საბურთალო”-“კოლხეთის” მატჩი. 6:3 – გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სეზონში მეხუთედ მოიგო დიდი ანგარიშით.
პირველ ტაიმში ცენტრალურმა მცველმა დაჩი ცნობილაძემ დუბლი მიითვალა. დაჩიმ ორივეჯერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი გადაგზავნა კარში: პირველ ჯერზე თავით, მეორედ კი დამატებაზე ფეხით. შესვენებამდე მეტი ბურთი არც გასულა, სამაგიეროდ მეორე ნახევარში ვიხილეთ შვიდი გოლი.
...ლაზარე კუპატაძე შეცდა და ალექსანდრ დერებჩინსკიმაც შეირგო საჩუქარი – 2:1.
ამას მოჰყვა გიორგი კოხრეიძეს კარგი თამაში, საჯარიმოში შესვლა, ზუსტად დარტყმა და 3:1.
მალევე, კოხრეიძის გარღვევას მოჰყვა ლაშა შინდაგორიძის მოულოდნელი დარტყმა და 4:1.
დერებჩინსკიმ თავურით შეამცირა სხვაობა – 4:2.
დერებჩინსკისა და ცნობილაძის მსგავსად, შინდაგორიძემაც მიითვალა დუბლი. ლაშას შორიდან შორეული დარტყმა: ხელს არავინ უშლიდა, ვერც მეკარე გადახტა და 5:2.
ბოლოს გოლები გაიცვალა. ჯერ ამოს ნონდიმ შორიდან შეაგდო, ხოლო ერთ წუთში დავით ვოლკოვმა ახლო მანძილიდან დარტყმით აღადგინა სამბურთიანი სხვაობა – 6:3. ეს ვოლკოვის მერვე გოლია ათ მატჩში.
“კოლხეთი” მეცხრე ადგილს ვერ ასცდება და ფრთხილად უნდა იყოს, რათა ბოლოზე არ გავიდეს. მართალია, შვიდქულიანი ჰანდიკაპი აქვს, მაგრამ გარანტირებული არაფერია.
საბურთალო – კოლხეთი 6:3 (2:0)
საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი (თედორე გრიგალაშვილი 66), მამუჩაშვილი, თარხნიშვილი, ხარაიშვილი (ტერა 62), კოხრეიძე (მუეცი 59), შინდაგორიძე, ვოლკოვი
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
კოლხეთი: სეფიაშვილი, გ.კილასონია, ვ.კილასონია, გოგონაია, კაკულია, ნონდი, ბოლქვაძე, ჯანელიძე, დერებჩინსკი, ბროვკო (მაჩარია 51), ბუხაიძე (ჟიშკარიანი 51)
მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე
გოლები: 1:0 ცნობილაძე (21), 2:0 ცნობილაძე (27), 2:1 დერებჩინსკი (46), 3:1 კოხრეიძე (50), 4:1 შინდაგორიძე (57), 4:2 დერებჩინსკი (66), 5:2 შინდაგორიძე (72), 5:3 ნონდი (86), 6:3 ვოლკოვი (87)
მსაჯი: კიკაჩეიშვილი