“ალ ნასრის” იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ შესაძლოა შოტრანდიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს. იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი აღნიშნული პოსტის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია – ციტირებს Mailsport-ი.
60 წლის სპეციალისტს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს, რადგან 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე მან იტალია ფინალში გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრებს დროებით მალკი მაკეი წვრთნის. რაც შეეხება ჩეზარეს, ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში “ალ ნასრს” 2017 წლიდან” ჩაუდგა სათავეში.