ფეხბურთი

17:21 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთი-გიბრალტარი ქართველებმა იმსაჯეს

საბერძნეთის ნაკრებმა შესარჩევბი ციკლის ბოლო ტურში გიბრალტარს 4:0 სძლია. ეს მატჩი პირეოსში გაიმართა და ამ გამარჯვებით, ბერძნებმა მეორე ადგილი, ანუ ფლეი-ოფში გასვლა გაინაღდეს.

საინტერესოა, რომ მატჩი ქართველებმა იმსაჯეს. მთავარი არბიტრი გახლდათ 31 წლის გიორგი ყრუაშვილი. გვერდითი მსაჯები იყვნენ ზაზა მენთეშაშვილი და გიორგი ელიკაშვილი, ხოლო მეოთხე მსაჯი – გიორგი ვადაჭკორია.

ეს ფაქტი იმიტომ აღვნიშნეთ, რომ ეროვნული ნაკრებების დონეზე (შესარჩევში) ქართველებს ბოლო წლებში არ უმსაჯიათ. ეს პირველი შემთხვევა იყო.

საინტერესოა, რომ ყრუაშვილს ყვითელი ბარათის ამოღებაც კი არ დასჭირვებია.

0.108299