ეს პოლიტიკურ მიტინგზე არ გეგონოთ. ბოსნიაში მოხდა საფეხბურთო მატჩის დროს. მეორე ლიგაში “ბოსნა” ხვდებოდა “გრადაჩაჩ ზვეზდას”. 90-ე წუთზე მსაჯმა “ბოსნას” ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამიდან გააძევა.
გუნდმაც “მჯდომარე აქციით” გამოხატა პროტესტი: მოედანზე დაჯდნენ, ზოგიერთი კი წამოწვა.
“გრადარაჩ ბოსნამ” ამას ყურადღება არ მიაქცია და დარჩენილ მცირე დროში კიდევ ორი გოლი გაუტანა მჯდომარე გუნდს.