საბერძნეთის ეროვნული ნაკრების და "რომას" მცველი კოსტას მანოლასი ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ფეხბურთელმა "ნაპოლისთან" წაგებულ (0:1) შეხვედრაში დაზიანება მიიღო. როგორც "მგლების" თავკაცმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მცველის ლიგაზე თამაში შეუძლებელია.
მანოლასმა მიმდინარე სეზონში რვა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ფეხბურთელი "რომაში" 2014 წელს "ოლიმპიაკოსიდან" გადავიდა.