კალათბურთი

5:00 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიას 5 ქულა და გამარჯვება “საკრამენტოსთან”

“გოლდენ სტეიტ უორიორსი” უკანასკნელ საგამოფენო მატჩში “ოკლენდ არენაზე” “საკრამენტო კინგსს” დაუხვდა და მეტოქე 117:106 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია, ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. მან პარკეტზე 18 წუთი გაატარა და ამ დროის განმალობაში 5 ქულა, 2 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა. ზაზამ სამიდან ორი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო.

“მეომართა” რიგებში ყველაზე შედეგიანი სტეფ კარი იყო, რომელმაც 18 წუთში 18 ქულას, 3 მოხსნას, 3 გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯორდან ბელმა – 24 წუთი, 10 ქულა, 11 მოხსნა, 4 გადაცემა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება.

“საკრამენტოდან” გამორჩეული დევიდ სტოქტონი გახლდათ, რომელმაც 28 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე 23 ქულა, 3 მოხსნა, 8 გადაცემა და 2 ჩაჭრაა.

მომდევნო შეხვედრას “გოლდენ სტეიტი” 18 ოქტომბერს, საქართველოს დროით გამთენიისას 06:30 საათზე გამართავს. სტივ კერის შეგირდები NBA–ს პირველ ტურში “ჰიუსტონ როკეტსს” უმასპინძლებენ.

0.114118