ქუთაისის “ტორპედომ” 3:0 მოუგო აუტსაიდერ ქობულეთის “შუქურას” და ერთი ქულითღა ჩამორჩება ლიდერ თბილისის “დინამოს”, თუმცა როგორც იცით, კახა კაჭარავას გუნდს ამ ტურში ჯერ არ უთამაშია: “ლოკომოტივს” ხვდება.
დუბლი მიითვალა ლევან კუტალიამ. მან ჯერ მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა და ასე გახსნა ანგარიში, მერე კი გრიგოლ დოლიძის ფლანგიდან გაკეთებულ პასს გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა – 2:0. კუტალია “ტორპედოს” ერთ-ერთ ლიდერად იქცა, განსაკუთრებით ბოლო ტურებს ატარებს კარგად. როგორც იცით, ის სწორედ “შუქურაში” თამაშობდა და რამდენიმე თვის წინ გადავიდა ქუთაისელთა გუნდში.
სხვათა შორის, სანამ კუტალია მეორე გოლს გაიტანდა, “შუქურას” ჩინელ ლეგიონერ ტიანლინ ჰანს ჰქონდა იდეალური მომენტი და როინ კვასხვაძემ გადაარჩინა თავისიანები: ჩინელის დარტყმული ფეხით მოიგერია.
მესამე გოლი გიორგი ქიმაძემ მიითვალა, რომელმაც მშვენიერი პასი მიიღო გუგა ფალავანდიშვილისგან და მეკარესთან პირისპირ გასულმა ტექნიკურად დაარტყა – 3:0.
ქობულეთელებმა ბოლოს მაინც მოახერხეს ანგარიშის “შელამაზება”. კობა შალამბერიძის კარგი გარღვევა, პასი მარსელინიოს მისამართით, ბრაზილიელის გადაცემა და დავით ჩაგელიშვილის გამოზომილი დარტყმა – 3:1.
ეროვნული ლიგა. 30-ე ტური
ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო (ქუთაისი) – შუქურა (ქობულეთი) 3:1 (1:0)
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, გ.გურული, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, კუხიანიძე (ბაბუნაშვილი 78), კუტალია, დოლიძე, კუჭუხიძე (გიგაური 65), კაპანაძე (ბერიაშვილი 72)
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
შუქურა: სომხიშვილი, ჩაჩუა (პომაზანი 63), ჩადუნელი, გოგიტიძე, დასე, მარსელინიო, ჯეფინიო (მალაზონია 76), კლიმიაშვილი, ჰანი (შალამბერიძე 58), ა.გურული, ჩაგელიშვილი
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
გოლები: 1:0, 2:0 კუტალია (30, 51), 3:0 ქიმაძე (59), 3:1 ჩაგელიშვილი (85)
გაფრთხილება: კაპანაძე, კუტალია - კლიმიაშვილი
მსაჯი: ხორავა
15 ოქტომბერს გაიმარტება ტურის დარჩენილი ორი მატჩი
17:30. თბილისი. დავით პეტრიაშვილი. საბურთალო – კოლხეთი
20:00. თბილისი. დინამო არენა. დინამო - ლოკომოტივი