მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის მერვე ტურში "ხეტაფე" "კოლისეუმ ალფონსო პერესზე" 2:1 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატში სტუმრად ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა. აღნიშნული მაჩვენებლით "სამეფო კლუბმა" ლა ლიგის რეკორდი დაამყარა. ზინედინ ზიდანის შეგირდებმა "ბარსელონას" შედეგი გააუმჯობესეს. კატალონიელებმა 2010/11 წლებში სტუმრად 12-ჯერ შეძლეს მეტოქის დამარცხება.
"რეალმა" მიმდინარე სეზონში მეხუთე მატჩი მოიგო და ჯერჯერობით 17 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. "ბლანკოსი" "ბლაუგრანას" 4 ქულით ჩამორჩება, რომელსაც მერვე ტურის შეხვედრა ჩასატარებეი აქვს.