ფეხბურთი

20:50 | 14.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: ლობჟანიძის პირველი გოლი და ლორიას დებიუტი

დანიის სუპერლიგაში გოლით გამოირჩა საბა ლობჟანიძე – 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სტუმრად “ნორდშიელანდის” კარი დალაშქრა. საბამ 44-ე წუთზე გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ, მისი გოლი “რანდერსს” ვერაფერში წაადგა – 2:3.

მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ პირველი გოლი გაიტანა. დღევანდელ მატჩში ჩვენებრუმა 88 წუთი ითამაშა. “რანდერსი” 12 ტურის მერე უიმედო აუსტადერია: 7 ქულა და ბოლო ადგილი.

რუსეთის პრემიერლიგის მეცამე ტურში მრავლად გამოჩნდნენ ქართველი ლეგიონერები – მიმდინარე სეზონში როგორც იქნა, სათამაშო დრო მიეცა გიორგი ლორიას. ქართველმა კიპერმა ეკატერინბურგში, “ურალის” წინააღმდეგ 90 წუთი დაჰყო მოედანზე და ორი გოლი გაუშვა ამდენივე სეივის საპირისპიროდ. “ანჟი” კი ხელმოცარული დარჩა – 1:2. თავის მხრივ, “ურალის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ჭანტურიამ.

“ურალს” 13 შეხვედრაში მოპოვებული 19 ქულით მეექვსე ადგილი უკავია, ხოლო “ანჟი” აუტსაიდერია: 9 ქულა და ბოლო საფეხური.

მოსკოვში, “დინამოსთან” დამარცხდა “სკა ენერგია” – 0:2. ხაბაროვსკელთა რიგებში შეუცვლელად გაისარჯა გიორგი ნავალოვსკი. მის გუნდს კი 11 ქულით მე-15 პოზიცია უკავია.

0.127707