ფეხბურთი

17:40 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამპაოლი: “ვიდალი სიმთვრალეში თავს ვერ აკონტროლებს”

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ თქვა, რომ ჩილელ ნახევარმცველ არტურო ვიდალს ექიმების დახმარება სჭირდება, რადგან ფეხბურთელი ალკოჰოლიზმისკენაა მიდრეკილი და სიმთვრალეში თავს ვერ აკონტროლებს.

“ვიდალს სჭირდება სამედიცინო კონსულტაცია სპეციალისტთან. მას უყვარს დალევა და მერე თავს ვეღარ აკონტროლებს. ერთხელ, როდესაც ლიმიდან მოვფრინავდით, მან ლუდი შემომთავაზა. უარის მიღების შემდეგ მივიდა სხვებთან და მათთან ვისკის სმა დაიწყო”, - განაცხადა სამპაოლომ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტი 2012-2016 წლებში ჩილეს ეროვნულ გუნდს წვრთნიდა და სწორედ ამ წლებში მუშაობდა არტურო ვიდალთან.

0.108667