კალათბურთი

1:19 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინმა "ფენერბახჩეს" დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა

ევროლიგა დიდებულად დაიწყეს ესპანურმა “უნიკახამ” და გიორგი შერმადინმა. მალაგელებმა საკუთარ მოედანზე მოქმედი ჩემპიონი სტამბოლის “ფენერბახჩე” ძალზე დაძაბულ მატჩში დაამარცხეს – 68:67.

გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი იყო, რომელიც “უნიკახამ” რვა ქულის სხვაობით მოიგო და სწორედ ამის ხარჯზე შეძლო თურქული გრანდის დამარცხება.

თავის მხრივ, ესპანელთა გამარჯვებაში უდიდესი როლი დაიდო გიორგიმ – ქართველი საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ და ყველაზე შედეგიანიც:

14:55 წუთი, 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 დაფარება და 13 მარგი ქმედების კოეფიციენტი. აღსანიშნავია, რომ “უნიკახას” რიგებში 10 ქულიან ზღვარს შერმადინის გარდა, ვერავინ გადასცდა – გიორგი სასტარტო ხუთეულში გახლდათ.

ჩვენებურმა რვიდან 5 ორქულიანი გამოიყენა, ხოლო საჯარიმოები უშეცდომოდ ესროლა: ორიდან ორი.

“უნიკახა” ევროლიგაში მომდევნო მატჩს 20 ოქტომბერს, პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” სტუმრად ჩაატარებს.

0.118336