ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა ამერიკულ “ორლანდო სიტის” ემშვიდობება. ამის შესახებ თავად სამხრეთამერიკელმა შემტევმა განაცხადა.
“დადგა დამშვიდობების მომენტი – ჩემი გული სავსეა სიხარულით. ვამაყობ, რომ კიდე ერთ გამარჯვებულ ციკლს ვასრულებ. კვირას, ჩემი ბოლო თამაში იქნება “ორლანდო სიტის” მაისურით”, - წერს ტვიტერზე ბრაზილიელი.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, კაკამ განაცხადა, რომ ფეხბურთით ძველებურად სიამოვნებას ვეღარ იღებს და თამაშის შემდეგ მისი სხეული ტკივილსაც გრძნობს. ერთი შეხედვით, კარიერის დასასრულისკენ მიანიშნა, თუმცა ამჯერზე რიკარდომ მხოლოდ “ორლანდოდან” წასვლის შესახებ მიანიშნა.
რიკარდო კაკა, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები “მილანში” აქვს გატარებული, MLS-ში ბოლო სამი წლის განმავლობაში თამაშობდა. ხსენებულ პერიოდში კაკამ 77 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.