“მანჩესტერ სიტის” არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ “ქალაქელებში” ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქ მთავარი ფული არ არის.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს ბევრი დაიწერა, რომ “სიტი” “პარი სენ ჟერმენის” მიერ განხორციელებული ხმაურიანი ტრანსფერის გადაფარვას აპირებდა და არგენტინელში 300 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. ბრიტანულ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, ახალი სეზონის დაწყების შემდგომ მანჩესტერელებმა თანხის რაოდენობა გაზარდეს და კატალონიურ გრანდს მესის სანაცვლოდ ახლა უკვე 400 მილიონ ევროს სთავაზობენ.
“ძალიან მინდა ჩემი თანამემამულე ჩემს გუნდში ვიხილო, მაგრამ ვიცი, რომ მისი შეძენა მხოლოდ ფულზე არაა დამოკიდებული. მესი, ისევე როგორც კრიშტიანუ რონალდუ, თავიანთი კლუბების სიმბოლოები არიან და ამიტომ მათი სხვა კლუბში გადაყვანა ძნელი წარმოსადგენია”, - განაცხადა აგუერომ.