ფიბა-მ რეიტინგი განაახლა – საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა კი, შესამჩნევი პროგრესი განიცადა და 19 ადგილით დაწინაურდა. ილიას ზუროსის გუნდი აქამდე 47-ე ადგილზე იყო, ახლა კი, რეიტინგში 28-ე პოზიცია უკავია. საქართველოს ნაკრების მონაგარი 208.7 ქულაა.
მოწინავე ხუთეულში ერთადერთი ცვლილება მოხდა: არგენტინამ და ლიტვამ ადგილები გაცვალეს. ლიდერი რა თქმა უნდა, ისევ აშშ-ს ნაკრებია, რომელიც ძალზე დიდი უპირატესობით იკავებს პირველ პოზიციას. მეორე ესპანეთია, ხოლო სამეულს სერბეთის ასრულებს. ევროპის ჩემპიონი სლოვენია კი მხოლოდ 5 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მეშვიდეა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეტოქეებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში: სერბეთზე უკვე მოგახსენეთ. გერმანიის ნაკრები 6 პოზიციით დაწინაურდა და 23-ე ადგილზეა, ხოლო ავსტრიას ცვლილება არ განუცდია – 55-ე პოზიცია.
აქვე, რეიტინგი სრულად:ფიბა-ს რეიტინგი