ფეხბურთი

23:55 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბილბაომ” ბენიატს გაუხანგრძლივა

“ბილბაომ” გამოცდილ ნახევარმცველს ბენიატ ეჩებერიას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ბასკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელი “სან მამესზე” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ბენიატი “ბილბაოში” 2013 წელს “ბეტისიდან” 8 მილიონ ევროდ გადავიდა. მან ამ დროის განმალობაში “ლომების” მაისური 165-ჯერ მოირგო და 8 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი 9 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.166159