იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა მალე პოლიტიკოსის რანგში და კერძოდ, სპორტის მინისტრის თანამდებობაზე ვიხილოთ.
პარტია “აღორძინების” ლიდერი ვიტორიო სგარბი ჯიჯის თავისთან იწვევს და ზემოხსენებულ პოსტსაც სთავაზობს:
“თუ ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში, ბუფონი იქნება სპორტის მინისტრი”, - ციტირებს სგარბის Football italia.
აღსანიშნავია, რომ იტალიელი მეკარე პოლიტიკითა და მეცნიერებით მართლაცაა დაინტერესებული. თუმცა, პოლიტიკაში წასვლაზე მისი რეაქცია უცნობია. შეგახსენებთ, 39 წლის მეკარე კარიერის დასრულებას 2018 წლის ზაფხულში გეგმავს.