ფეხბურთი

21:00 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

არტურო ვიდალმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერგასვლის შემდეგ არტურო ვიდალი ჩილეს ნაკრებს გამოეთხოვა. აღნიშნული ინფორმაცია “ბაიერნის” ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:

“მადლობა ყველაფრისთვის ბიჭებო! მთელი ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ ქვეყნისგან და ერთმანეთისგან. დამწუხრებული ვარ, მაგრამ ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის გვერდით ვიმუშავე”, - დაწერა ვიდალმა.

30 წლის ნახევარმცველს ჩილეს ნაკრებში დებიუტი 2007 წელს ვენესუელას წინააღმდეგ ჰქონდა. იქედან მოყოლებული “მეფე არტურომ” “ლა როხას” რიგებში 97 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. ორჯერ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (2010 და 2014), ხოლო ამდენჯერვე კოპა ამერიკა მოიგო (2015, 2016).

0.114087