ფეხბურთი

14:49 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთამერიკელი ბომბარდირები

არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერ ლიონელ მესის ეკვადორთან მატჩში (3:1) შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ შანსი ჰქონდა სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ეტაპების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გამხდარიყო, თუმცა ერთპიროვნული ლიდერობა, მისმა ბარსელონელმა თანაგუნდელმა, ლუის სუარესმა არ დაანება.

ურუგვაელმა ბოლო ტურში ბოლივიასთან (4:2) დუბლი მიითვალა და ახლა, ორივე ზემოთხსენებული ფეხბურთელი სარეკორდო შედეგით, 21-21 გოლით ლიდერობს.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესიმ 7 გოლით გამოიჩინა თავი, 10 გოლი გაიტანა 2014 წლის მუნდიალის შესარჩევში, 2010-ში კი - 4. სუარესმა ამ შესარჩევში 5 გოლი მიითვალა, 2014-ში - 11, 2010-ში - 5.

რაც შეეხება სამხრეთ ამერიკაში ახლახან დასრულებული შესარჩევი ეტაპის ბომბარდირს, 10 გოლით საუკეთესო ურუგვაის ნაკრების ფორვარდი ედინსონ კავანი გახდა.

0.122758