პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ბერნარდო სილვა მიიჩნევს, რომ მის გუნდს შესწევს იმის ძალა, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს.
“ვაპირებთ ვითამაშოთ მხოლოდ გამარჯვებისთვის, როგორც ევრო 2016-ზე. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას ვგეგმავთ”, - თქვა სილვამ.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდუ სანტუშის გუნდმა B ჯგუფის ბოლო მატჩი შვეიცარიასთან მოგებით დაასრულა (2:0) და რუსეთში გასამართ მუნდიალზე თამაში გაინაღდა.