ფეხბურთი

14:51 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ლიგის განვლილი ტურის მიმოხილვა

7-8 ოქტომბერს, „მოყვარულთა ლიგა 2017“-ის ფარგლებში, „ავაზასა“ და“ მარაკანას“ სტადიონებმა თბილისის პირველი და უმაღლესი ლიგების მორიგ ტურებს უმასპინძლა. თამაშები, უმეტესად დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა.

უმაღლეს ლიგაში, გასავარდნ ზონაში მყოფი „35-ე თბილისი““ სსგ აფხაზეთს“ დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ „აფხაზეთის“ გამარჯვებით 4:3 დასრულდა. საწყის წუთებში “35-ე თბილისი“ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას დაეუფლა, რაც ორბურთიან უპირატესობაში გარდასახა, მაგრამ მეტოქე გონს მალევე მოეგო და ჩამორჩენა პირველივე ტაიმში აღმოფხვრა. მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა და მატჩის სადავეები „აფხაზეთის“ ხელში გადავიდა. გადამწვეტი მომენტი გამოდგა“სსგ აფხაზეთის“ ფეხბურთელის, გოგა ბოჭორმელის შორეული გასროლა, რომელმაც ბურთი დაახლოებით 60 მეტრიდან მოათავსა მეტოქის კარის ბადეში და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

უხერხული მეტოქე გამოდგა „უქიმერიონისთვის“„კვარტალი“, რომელმაც პირველადგილოსანს სასურველი ქულები დააკარგვინა. თამაშის მოგება ორივე გუნდს შეეძლო მაგრამ, საბოლოოდ ფრე (0:0) დაფიქსირდა.

ამ შედეგით ისარგებლა სეუ-მ, რომელმაც ტექნიკური მოგება მიითვალა და სატურნირო ცხრილში თანაბარი ქულებით ჩემპიონობის რეალური შანსი გაუჩნდა. ასევე, საყაიმო ანგარიშით დასრულდა გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდების, „დიდუბისა“ და ტტც-ს შეხვედრა, რომელთათვისაც თითოეული ქულა მნიშვნელოვანია.

მე-16 ტური გაიმართა თბილისის პირველ ლიგაში. ამ ტურამდე მეორე ადგილზე მყოფმა „დადიანმა“ თავის შეხვედრაში იოლი სამი ქულა მოიპოვა საფლეიოფო ზონაში მოსახვედრად მებრძოლ „ბასასთან“ და ცხრილში გალიდერდა. გადაასწრო რა ბურთების უკეთესი სხვაობით სატურნირო ცხრილის ლიდერ“თბილისის საქალაქო სასამართლოს“, რომელმაც ამ ტურში ტექნიკური მოგება მიითვალა „ს.კ ვენდისთან“.

მესამე ადგილზე მყოფმა „ბასიანმა“ იოლად დაამარცხა „თ.ს აკადემია“ 6:1. დაძაბული შეხვედრები გაიმართა საფლეიოფო ზონაში მოსახვედრად მებრძოლ გუნდებს შორის: „პლატინუმმა“ 2-0 დაამარცხა „ქომაგები“, ხოლო „გლდანმა“ 4:2 „თბილისი სითი“. იმარჯვა საფლეიოფო ზონაში მყოფმა კიდევ ერთმა გუნდმა „არისტოკრატებმა“, რომლებმაც „ინტექსი“ დაამარცხეს 4:2.

რაც შეეხება სხვა თამაშებს, ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა გუნდებმა გახსნილი თამაში შემოგვთავაზეს და შესაბამისად უხვგოლიანობით გამოირჩა: „მეთოფეები“-„ტაბახმელა“( 2:2) , „დელ მარი“-„უქიმერიონ 1960 „(4:1) , „კახორი“-„ლოკომიტივი“( 3:0 ).

თბილისის ლიგის ოფიციალური პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.

ინტერნეტპორტალები: “sportstar.ge”, „worldsport.ge“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია

0.170342