ფეხბურთი

2:20 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სლავოლიუბ მუსლინი: "ძლიერი მეტოქე გვყავდა"

სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა საქართველოს ნაკრებთან (1:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, სერბეთში არ სჯეროდათ, რომ ნაკრები მუნდიალზე გავიდოდა, თუმცა მათ დაამტკიცეს, რომ ეს რეალური იყო.

გარდა ამისა, მუსლინმა ახსენა მეტოქეც და თქვა, რომ საქართველო ძლიერი გუნდია.

"რთული მატჩი იყო, მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი გახლდათ და არავისთვის დაუთმიათ თამაში. სერბეთში არ სჯეროდათ, რომ მოვახრეხებდით მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას, მაგრამ მე მჯეროდა და ეს მოვახერხეთ. ჩვენ დავდეთ შედეგი", - თქვა მუსლინმა.

სერბეთის ეროვნული ნაკრები D ჯგუფში 21 ქულით პირველ ადგილზე გავიდა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 2010 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.

თამარ ჯიშკარიანი სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის ბელგრადიდან

0.136134