“ნიუკასლმა” გუნდის კაპიტანს ჯამაალ ლასკელესს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. “კაჭკაჭების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი “სენტ ჯეიმს პარკზე” 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
ცნობისთვის, “ნიუკასლმა” ლასკელესი 2014 წელს “ნოტინგემიდან” 5 მილიონ ევროდ დაიმატა. მან ამ დროის განმავლობაში 76 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. “კაჭკაჭების” ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე პრემიერლიგა შედეგიანად დაიწყო – 7 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.