მიუნხენის “ბაიერნში” იუპ ჰაინკესი მედიის წინაშე წარადგინეს. სწორედ აქ გაირკვა, რომ მხცოვანმა გერმანელმა სპეციალისტმა “რეკორდმაისტერში” დაბრუნება თავისი ძაღლის რჩევით გადაწყვიტა...
“მე ვესაუბრე ჩემი ოჯახის წევრებს – მეუღლე ირისს, შვილ კერსტენს, შემდეგ “კანდოსთან” ლაპარაკი ორჯერ მომიწია და მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა”, - თქვა ჰაინკესმა.
საგულისხმოა, რომ კანდო იუპის ძაღლი გახლავთ. როგორც ჩანს, სწორედ ის აღმოჩნდა გადამწყვეტი იმაში, რომ ჰაინკესი ფეხბურთს დაუბრუნდა.
გარდა ამისა, გერმანელმა საფეხბურთო თემებზეც ისაუბრა:
“ანჩელოტი ნამდვილი ჯენტლმენი და დიდი მწვრთნელია. “ლევერკუზენში” მუშაობისას არტურო ვიდალს ვიცნობ და მან იცის ჩემი ხედვების შესახებ. ხამეს როდრიგესს ჯერ კიდევ არ ვიცნობ, მაგრამ მან არ იცის გერმანული ენა – ეს მენტალური პრობლემაა. როდესაც, სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელები დაბრუნდებიან, ყველას გავესაუბრები. მიყვარს ნიჭიერ ფეხბურთელებთან მუშაობა”, - თქვა ჰაინკესმა.
შეგახსენებთ, იუპ ჰაინკესი სამწვრთნელო საქმიანობას 2013 წლის შემდეგ დაუბრუნდა. 72 წლის მწვრთნელმა “ბაიერნთან” კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდე გააფორმა.