კატალონიაში მიმდინარე მოვლენები აქტუალურობას არ კარგავს და ამ თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე. 30 წლის მოთამაშის თქმით, მას კატალონიის დამოუკიდებლობა სურს, თუმცა ესპანეთის ნაკრების დატოვებას არ გეგმავს.
“ესპანეთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე ამაყი ვარ, რომ აქ ვთამაშობ და ნაკრების დატოვებას არ ვაპირებ. ჩემს მიმართ გულშემატკივართა ქცევა სწორ საქციელად არ მიმაჩნია.
დამოუკიდებლობის მომხრე ვარ, მაგრამ ესპანეთში თამაში მინდა, რადგან კატალონიას ამ ეტაპზე სხვა არჩევანი არ აქვს. ჩემნაირ ადამიანებს, რომლებმაც არჩევანი დამოუკიდებლობაზე შეაჩერეს, არაფერი აქვთ ესპანეთის საწინააღმდეგო და ვერ ვხვდები, რატომ უნდა დავტოვო ეროვნული ნაკრები.
მინდა მივმართო თანამემამულეებს, რომ იყოს მშვიდობა. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. მშვიდობის დასამყარებლად დიალოგია საჭირო. არ მინდა ნაკრებში ჩემი ყოფნა ეჭქვეშ დადგეს. მე აქ ჩემი ვალდებულებები მაქვს და ძალიან მინდა, რომ გუნდთან ერთად გავიმარჯვო”, - განაცხადა პიკემ.