ფეხბურთი

12:00 | 9.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ვარჯიში ბელგრადში (VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, ბელგრადში, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს სერბეთის ნაკრებთან.

თამაში საფეხბურთო კლუბ „ცრვენა ზვეზდას“ რაიკო მიტიჩის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გუშინ 23 ფეხბურთელით ივარჯიშა. მწვრთნელის განკარგულებაში არიან:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია) ჯაბა კანკავა;

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია).

იხილეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ მომზადებული ვიდეო

0.116957