“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” მორიგი საგამოფენო მატჩი შანხაიში “მინესოტა ტიმბერვულვზთან” გამართა და მეტოქე 142:110 დაამარცხა. შეხვედრა NBA-ს გლობალური თამაშების ეგიდით ჩატარდა, რაც NBA-ს და ზოგადად კალათბურთის პოპულარიზაციას ემსახურება.
ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, პარკეტზე 14 წუთი დაჰყო და ამ დროის განმალობაში საკუთარ გუნდს 4 ქულით, 3 მოხსნით, 2 გადაცემით და 1 ბლოკით დაეხმარა.
“მეომართა” რიგებში საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც მეტოქეს 40 ქულა ჩაუგდო, 6-ჯერ მოხსნა ბურთი, 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3 ჩაჭრაც მიითვალა.
“მინესოტადან” ყველაზე შედეგიანი ენდრიუ ვიგინსი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც 21 ქულაა.
მომდევნო შეხვედრას “გოლდენ სტეიტი” 14 ოქტომბერს გამართავს. სტივ კერის შეგირდები “ოკლენდ არენაზე” “საკრამენტო კინგზს” უმასპინძლებენ.