ეგვიპტის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს - ასეთ წარმატებას 1990 წლის შემდეგ პირველად მიაღწია. დიახ, მას შემდეგ ეგვიპტეს მუნდიალზე არ უთამაშია.
საინტერესოა, რომ ეგვიპტის ნაკრებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ექტორ რაულ კუპერი წვრთნის. არგენტინელი, რომელიც საქართველოს ნაკრებს 2008-2009 წლებში ედგა სათავეში. თავის მხრივ, კუპერმა ეგვიპტის ნაკრები 2015 წელს ჩაიბარა და აგერ, არნახულ შედეგსაც მიაღწია.
ეგვიპტემ აფრიკის კონტინენტის შესარჩევი ციკლის E ჯგუფი ვადაზე, ერთი ტურით ადრე მოიგო. დღეს, კონგოს კუპერის გუნდმა 2:1 აჯობა, რითაც 12 ქულა დააგროვა მეორე ადგილზე მყოფ უგანდასთვის მიუწვდომელი გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ეგვიპიტის ნაკრებს აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჯერ უთამაშია და ორჯერვე იტალიაში – 1934 და 1990 წლებში.