ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მესამე ტურში მარცხი განიცადა გიორგი შერმადინის “უნიკახამ”. მალაგელები სტუმრად “ფუენლაბრადასთან” დარჩნენ ხელმოცარულნი – 77:69.
მოკრძალებული სათამაშო დრო დაეთმო სტუმართა ქართველ ლეგიონერ გიორგი შერმადინს – 11:35 წუთი. ხსენებულ დროში გიორგიმ საკუთარ გუნდს 7 ქულა და 2 მოხსნა შესძინა. საგულისხმოა, რომ ჩვენებურმა შეუცდომლად შეუტია მასპინძელთა ფარს: 2-დან ორი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო.
“უნიკახამ” მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. მომდევნო ტურის მატჩს კი 14 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე “ბეტისთან” ჩაატარებს.