ჩოგბურთი

14:55 | 8.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში დელ პოტროს შეხვდება

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში თამაში უფლება მოიპოვა. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში მსოფლიოს რეიტინგის მე-60 ჩოგანმა კანადელი ვაშეკ პოსპიშილი 7:6, 2:6, 6:3 დაამარცხა.

ძირითად ბადეში ქართველის მოწინააღმდეგე გამოცდილი არგენტინელი მოთამაშე, მსოფლიოს 24-ე პოზიციაზე მყოფი ხუან-მარტინ დელ პოტრო იქნება. სამხრეთამერიკელი და ნიკოლოზი ერთმანეთს აქამდე არ შეხვედრილან. დელ პოტრომ გასულ თვეში ამერიკის ღია ჩემპიონატზე როჯერ ფედერერი დაამარცხა და ნახევარფინალშიც გავიდა, თუმცა რაფაელ ნადალის ძლევა ვერ შეძლო.

ქართველის და არგენტინელის დაპირისპირება 9 ოქტომბერს თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

0.068532