ფეხბურთი

18:22 | 8.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მატჩს პოლონელი იმსაჯებს

9 ოქტომბერს ბელგრადში, სერბეთი-საქართველოს მატჩს პოლონელი მსაჯები მოემსახურებიან. როგორც იცით, შეხვედრა 22:45 საათზე ბელგრადის “რაიკო მიტიჩზე” დაიწყება.

გილმა ამ შესარჩევში ორი სანაკრებო თამაში იმსაჯა: მაკედონია-ესპანეთი 1:2, ლატვია-უნგრეთი 0:2. საქართველოს ნაკრების, ან ჩვენი კლუბების საერთაშორისო შეხვედრა მას არასოდეს უმსაჯია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს ჯგუფში და ბოლოსწინა ადგილზეა, ხოლო სერბეთი ლიდერობს და მოგების შემთხვევაში მუნდიალის საგზურს ინაღდებს.

0.118087