პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ანდორის წინააღმდეგ მოგებულ (2:0) მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში თავი 63-ე წუთზე გამოიჩინა და ეროვნულ გუნდში 79-ე გოლი მიითვალა. ნაკრებში გატანილი გოლების მსოფლიო რეიტინგში კი რონალდუ ზამბიელ გოდფრი ჩიტალუს გაუთანაბრდა და მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.
კრიშტიანუმ ირანელი ჰუსეინ საედის შედეგი გააუმჯობესა და ასევე შანსი აქვს უახლოეს მომავალში მესამე ადგილზე გადავიდეს და იაპონელ კუნისიგე კამამოტოს გაუთანაბრდეს. აღნიშნულ რეიტინგში პირველ ადგილზე 109 გოლი ირანელი ალი დაეია, მეორეზე კი - ფერენც პუშკაში (84).