ფეხბურთი

22:50 | 7.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიგერიამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

ნიგერიის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთში გასამართი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. შესარჩევი ეტაპის მეხუთე მატჩში სალისუ იუსუფის შეგირდებმა უშუალო კონკურენტი, ზამბიის ეროვნული გუნდი, შინ 1:0 დაამარცხეს და ქვეჯგუფში პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდეს.

მუნდიალის საგზური ნიგერიელებს ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა ალექს ივობიმ მოუტანა, რომელმაც 70-ე წუთზე გამოიჩინა თავი. ამ გამარჯვებით იუსუფის გუნდმა 13 ქულა დააგროვა, ზამბიას 6 ქულით გაუსწრო და ბოლო ტური ფორმალობად აქცია. ამავე ჯგუფში მესამე ადგილზე კამერუნია, ხოლო ბოლო პოზიციას ალჟირი იკავებს.

0.140944