ორშაბათს შანხაიში წლის ბოლოსწინა მასტერსი დაიწყება, რომლის გაერთიანებული საპრიზო ფონდი 8 092 625 ამერიკულ დოლარს შეადგენს, შაბათს და კვირას კი ამ დიდი შეჯიბრების საკვალიფიკაციო ტურნირი გათამაშდება, რომლის 7 გამარჯვებული ძირითად ბადეში მოხვდება. შანხაის მასტერსი იმდენად წარმომადგენლობითია, რომ მასში მონაწილეობის მისაღებად წინასწარი შერჩევის გავლა ერთობ მაღალრეიტინგიან ჩოგბურთელებს უწევთ, მაგალითად, ალექსანდრ დოლგოპოლოვს (44), ლეონარდო მაიერს (54) ან თუნდაც ჩვენებურ ნიკოლოზ ბასილაშილს (60).
ქართველთა 25 წლის ჯილამ უკვე მოახერხა კვალიფიკაციის ფინალში გაღწევა - 21 წლის ჩინელ ფაძინ სუნს (494) საათნახევარში 6:3, 7:6 მოუგო. გადამწყვეტ მატჩში ნიკოლიზის მეტოქე 27 წლის კანადელი ვაშეკ პოსპიშილი (84) იქნება.