ჟერარ პიკეს და შაკირასა 7-წლიანი ცოლ-ქმრობა დასრულდა. უცხოური მედიის ცნობით, მათ ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა და განშორება გადაწყდა. წყვილი რამდენიმე თვეა ცალ-ცალკე ცხოვრობდა.
Sports Illiustrated-ის ინფორმაციით, კოლუმბიელი მომღერალი და ესპანელი ფეხბურთელი ერთ-ერთ ყველაზე იდეალურ წყვილად მიიჩნეოდნენ, თუმცა, მათი სიყვარულის ისტორიაც დასრულდა.
არც შაკირას და არც პიკეს აღნიშნულ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც უცხოური პრესა იტყობინება, შვილები შაკირასთან არიან. წყვილი ბოლოს გასულ ზაფხულს, ლიონელ მესის ქორწილში იყო ერთად.
შეგახსენებთ, რომ მათ ერთმანეთი 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის კლიპის ჩაწერის დროს გაიცნეს. 2013 წლიდან კი ერთად ცხოვრობდნენ. მალე მათ პირველი შვილი – მილანი შეეძინათ, შემდგომ კი - საშა.