საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგ გამარჯვებას მიაღწია. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი საწვრთნელ შეხვედრას ლატვიაში გადის, სადაც უკვე მესამე მატჩი გამართა და ისევ გაიმარჯვა.
რუსეთის 16-წლამდელთა ნაკრებისა და ქალაქ ბაუსკას 17-წლამდელთა გუნდების განადგურების შემდეგ, ქართველმა 16-წლამდელებმა რიგის გუნდი დაჯაბნეს. კაზანჯიანის გუნდის მეტოქე რიგის 17-წლამდელთა გუნდი იყო, რომელიც ქართველებმა 84:43 დაამარცხეს.
ქართველები შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდნენ. ძირითადმა გამთამაშებელმა დავით აფხაზავამ ვარჯიშზე ფეხი ამოიბრუნა და ტრავმირებულია. ის, სავარაუდოდ, მომავალ 4 ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს, რის შემდეგაც ისევ ქართველთა ძირითად შემადგენლობაში დაიკავებს ადგილს.
ქართველები დღეს ესტონეთში ჩავლენ, სადაც 11 და 12 აგვისტოს ადგილობრივთა 16-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავენ. კაზანჯიანის გუნდი ესტონეთიდან გეზს ბელგიისკენ აიღებს, სადაც 16-წლამდელთა ნაკრებს 12, 13 და 14 აგვისტოს სპარინგ-მატჩებში გაეჯიბრება.
ამხანაგური მატჩი.
საქართველო: ლეონიძე (15), ბაბილოძე (11), გვიანიძე (2), ცხოვრებოვი, ბულაშვილი (18ქ, 5პ), ლოლიშვილი (2ქ, 7მ), ცირეკიძე (7ქ, 6მ), ფურცხვანიძე (2ქ, 10მ), აკობია (6), თვალაბეიშვილი (9ქ, 8მ), დარბაიძე (2ქ, 5მ), ყეინაშვილი (4).
www.gbf.ge