ხვალ საღამოს, საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის გათამაშებაში ჩაებმება. გია კაზანჯიანის გუნდი მაკედონიის ქალაქ შტრუმიცაში იმყოფება და ტურნირის პირველ მატჩში, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება,
შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელთა ნაკრებმა ძალიან ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. სამი კვირის განმავლობაში, გუნდმა 12 სპარინგ-მატჩი გამართა, საიდანაც 8 მოიგო, 1 ფრედ (ესტონეთის ნაკრებთან) დაასრულა და 3 (ბელგიასთან ორჯერ და უკრაინასთან) წააგო. ქართველებმა ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება ლატვიურ შეკრებაზე მოიპოვეს, როდესაც რუს თანატოლებს 72:55 სძლიეს.
“ბ” დივიზიონში სულ 22 ნაკრებია, რომლებიც ორ ექვსგუნდიან და ამდენივე ხუთგუნდიან ჯგუფში არიან განაწილებულნი. ქართველი 16-წლამდელები წილისყრამ აშკარად არ დაინდო და “ბ” ჯგუფში თამაში ისრაელთან, სლოვენიასთან, მაკედონიასთან და ნორვეგიასთან მოუწევთ. დაგვეთანხმებით, ქვედა დივიზიონისთვის საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაა.
ჯგუფიდან გასვლისთვის საუკეთესო ორ გუნდში მოხვედრაა საჭირო. ამგვარად გამოვლენილი 8 ნაკრები მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, იქ შექმნილი ოთხგუნდიან ჯგუფებიდან მოწინავე ორეულები ნახევარფინალში გავლენ, “ა” დივიზიონის საგზურებს კი 3 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
განრიგის თანახმად, საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე
ევროპის ჩემპიონატი 16-წლამდე კალათბურთელთა შორის. “ბ” დივიზიონი. სტრუმიცე (მაკედონია)
A ჯგუფი: ინგლისი, ლუქსემბურგი, ბელგია, ესტონეთი, რუმინეთი, შოტლანდია.
B ჯგუფი: ისრაელი, ნორვეგია,
C ჯგუფი: უნგრეთი, ისლანდია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია.
D ჯგუფი: შვედეთი, ავსტრია, ჩერნოგორია, შვეიცარია, პორტუგალია, ალბანეთი.
B ჯგუფის კალენდარი (დრო თბილისისაა)
20 აგვისტო
20:45 ნორვეგია – მაკედონია
23:00 საქართველო –
21 აგვისტო
16:15 ისრაელი – საქართველო
18:30
22 აგვისტო
20:45 მაკედონია –
23:00 ნორვეგია – ისრაელი
23 აგვისტო
18:30 საქართველო – ნორვეგია
20:45 ისრაელი – მაკედონია
24 აგვისტო
14:00
20:45 მაკედონია – საქართველო