საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში პირველი მატჩი ჩაატარა და მართალია, სლოვენიასთან 73:81 დამარცხდა, გია კაზანჯიანის გუნდზე აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვით.
შეგახსენებთ, რომ საკუთარ ასაკობივ კატეგორიებში საქართველოს 18 და 20-წლამდე გუნდებმა ძალიან სუსტად ითამაშეს, 16-წლამდელთა თაობა კი გაცილებით ყოჩაღი სჩანს. ამ გუნდმა საწვრთნელ მატჩებში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა და “ბ” დივიზიონში აშკარად შემთხვევით აღმოჩენილ სლოვენიასაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
ქართველი კალათბურთელები მეტოქეს ბოლო წუთებამდე მაგრად დაუდგნენ და მხოლოდ 8 ქულის სხვაობით წააგეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდიდან ათ ქულაზე მეტი ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდო. ორმაგი დუბლი (11 ქულა, 12 მოხსნა) მიითვალა ვლადიმერ ფურცხვანიძემ, ლუკა ბულაშვილმა 17 ქულა მოაგროვა, გიორგი ცირეკიძემ – 15, ხოლო გიორგი გვიანიძემ – 12.
სლოვენიელთაგან შეუჩერებელი იყო ელვის კერიჩი, რომელმაც 32 წუთში 32 ქულა (!) ჩააგდო.
ამავე ჯგუფში ტურნირის მასპინძელმა მაკედონიამ ნორვეგია 77:40 გაანადგურა.
21 აგვისტოს თბილისის დროით 16:15 საათიდან საქართველო