სხვა

15:20 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდე ხელბურთელთა ნაკრები დუშეთის სპორტკომპლექსში შეკრებას გაივლის

1-7 აგვისტოს, თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდული ოლიმპიური ნაკრები დუშეთის სპორტკომპლექსში მორიგ სასწავლო საწვრთნელ შეკრებას გაივლის.

მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, 16-წლამდელთა ნაკრები  უნგრეთში საერთაშორისო ტურნირ ”ჩელლ-ჩუპ”-ში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

ამავე პერიოდში თბილისში ჩამოვა ევროპის ხელბურთის ფედერაციის ექსპერტი, ნორვეგიელი ბენტ დალი, რომელიც ნაკრების მზადებაში ჩაერთვება და ახალგაზრდა მწვრთნელებს სემინარს ჩაუტარებს. 

 

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.111539