ჭიდაობა

17:32 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

16 მედალი ლატვიიდან

 

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებები ლატვიიდან ხელდამშვენებულნი დაბრუნდნენ. 22-23 მარტს რიგაში გამართულ ფრეიდენფელდსის მემორიალზე ქართველმა სპორტსმენებმა 16 მედალი მოიპოვეს. აქედან 8 ოქროა, 1 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 3 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედალია. შოთა ფარტენაძე (60 კგ), ომარ გურჯიძე (66 კგ) და ნოდარ კურტანიძე (96 კგ) ჩემპიონები გახდნენ. ალექსანდრე კილაძემ (50 კგ), ნუგზარ ბოლქვაძემ (50 კგ), რამაზ დარჩიძემ (55 კგ), ტარზან მაისურაძემ (74 კგ) და გიორგი ჩხარტიშვილმა (84 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ბერძენ-რომაელებმა ლატვია 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით მოიარეს. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე გიზო მელაძე (55 კგ), შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), გელა ბოლქვაძე (74 კგ), ლაშა გობაძე (84 კგ) და აკაკი კანდელაკი (120 კგ) ავიდნენ. კუკური კირცხალია (96 კგ) ფინალში დამარცხდა. მურად მიქელაძე (60 კგ) და ბაკურ გოგოლი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

საქართველოს ორივე სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

0.11618