ისტორია

8:15 | 16.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

16 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1967. დაიბადა იურგენ კლოპი. გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას 1989-2001 წლებში გამოდიოდამაინცში”. 2001-08 წლებში წვრთნიდამაინცს”. 2008 წლიდან დორტმუნდისბორუსიასმთავარი მწვრთნელია. დორტმუნდელებთან ერთად 2011 და 2012 წლებში გახდა გერმანიის ჩემპიონი. 2012 წელს მოიპოვა ქვეყნის თასი, 2008 და 2013-ში კი სუპერთასი. 2013 წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. 2011 და 2012 წლებში დაასახელეს გერმანიის საუკეთესო მწვრთნელად.

 მნიშვნელოვანი ფაქტები

1909. ჯიმ ტორპმა ბეისბოლისტთა ეროვნულ ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა. მოგვიანებით, პროფესიონალი სპორტსმენობის გამო, მას ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი ჩამოართვეს.

1938. სკანდალურად ჩაიარა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალურმა შეხვედრამ ბრაზილიისა და იტალიის ნაკრებთა მონაწილეობით. როდესაცსკუადრა აძურა” 1:0- იგებდა, ბურთმა მინდორი დატოვა, ამ დროს კი იტალიელმა ფორვარდმა სამხრეთ ამერიკელთა საჯარიმო მოედანზე ბრაზილიელ მცველს ფეხი ჩაარტყა. შვეიცარიელ არბიტრს იტალიელი უნდა დაესაჯა, ამის ნაცვლად კი ბრაზილიელთა კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა. მატჩის შემდეგ ბრაზილიელთა დელეგაციამ ფიფას ოფიციალური პროტესტით მიმართა, თუმცა, სამხრეთ ამერიკელთა საჩივარი არ დააკმაყოფილეს. შეხვედრა იტალიამ 2:1 მოიგო და ფინალში გავიდა.

1943. ესპანეთის მეფის თასზებარსელონამსაკუთარჩამარტინზემადრიდისრეალს” 11:1 მოუგო. ამ წაგების შემდეგ პოსტიდან გადადგა მადრიდელთა პრეზიდენტი ენრიკე პინეირო.

1952. ნიუ იორკში ჩატარებულ მატჩში, ლონდონურმატოტენჰემ ჰოტსპურმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” 7:1 მოუგო.

1971. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბიგრონინგენი”.

1975. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა, “მილუოკი ბაქზმაკარიმ აბდულ ჯაბარი და უოლტერ უელსი, “ლოს ანჯელეს ლეიკერსსორ მოთამაშეში გაუცვალა.

1978. თბილისისდინამოსსტადიონზე მძლეოსანთა შეჯიბრების დროს სიმაღლეზე ხტომაში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. საბჭოთა ათლეტი ვლადიმირ იაშჩენკო 2 მეტრსა და 34 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაახტა.

1982. ბრაიან რობსონმა მუნდიალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში, ინგლისელებმა ფრანგებს სძლიეს, “მანჩესტერელმარობსონმა კი, შეხვედრაში ანგარიში 27- წამზე გახსნა.

1983. კარლუშ ვიეირამ პორტუგალიის ქალაქ ლეირიაში 191 საათის განმავლობაში ველოსიპედით იარა.

1985. ამერიკელმა მძლეოსანმა ვილი ბენქსმა სამხტომში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (17 მეტრი, 97 სანტიმეტრი).

1995. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სოლტ ლეიკ სიტის, ზამთრის მეცხრამეტე ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მიანიჭა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სოკ-ის ჩინოვნიკებმა სოლტ ლეიკ სიტის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრთაგან ქრთამი აიღეს.

1996. Nnba-s პლეი-ოფის ფინალშიჩიკაგო ბულზმა” “სიეტლ სუპერსონიქსიდაამარცხა და ასოციაციის რიგით ორმოცდამეათე ჩემპიონი გახდა.

1999. ათენში მიმდინარე მძლეოსანთა შეჯიბრებაზე, ამერიკელმა სპრინტერმა მორს გრინმა 100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (9,79 წამი).

 

1999. ათენში მიმდინარე მძლეოსანთა შეჯიბრებაზე, მაქსიმ ტარასოვმა ჭოკით სიმაღლეზე ხტომაში 6 მეტრი და 5 სანტიმეტრი დაძლია.

2005. ქალ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ნორვეგიისა და გერმანიის ნაკრებები გავიდნენ.

2006. გერმანიის მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: არგენტინა - სერბეთი 6:0; ჰოლანდიაკოტ დივუარი 2:1; მექსიკაანგოლა 0:0.

2007. ერთა თასის გათამაშების დასკვნით ტურში, საქართველოს რაგბისტთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალიის A გუნდი დაამარცხა (22:20). ბუქარესტში გამართულ ტურნირში, ქართველებმა სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავეს.

2008. ავსტრია-შვეიცარიის ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიამ პოლონეთს, გერმანიამ კი ავსტრიას 1:0 სძლიეს. მას შემდეგ, რაც კონტინენტის პირველობის დასკვნით ეტაპზე მომაწილეთა რაოდენობა გაიზარდა და გჯუფური ეტაპების ჩატარება გახდა საჭირო (1980), პირველად მოხდა, როცა მეოთხედფინალში მასპინძელთა ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ გავიდა. 2008 წლის მსგავსად, 2000 წლის პირველობასაც, ჰოლანდია-ბელგიის სახით, ორი მასპინძელი ჰყავდა.

2010. სამხრეთ აფრიკის საფეხბურთო მუნდიალზე ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა დურბანში ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან 0:1 წააგო, ნელსპრუიტში ჩილემ ჰონდურასს 1:0 მოუგო, ხოლო პრეტორიაში ურუგვაიმ სამხრეთ აფრიკას 3:0 სძლია.

2012. უკრაინა-პოლონეთის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე პირველი მეოთხედფინალისტები გაირკვნენ. ეს ჩეხებმა და ბერძნებმა მოახერხეს, რომლებმაც ერთნაირი ანგარიშით, 1:0 პოლონელებს და რუსებს სძლიეს.

2012. ამერიკული ტურნეს პირველ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები აშშ-სთან 20:36 დამარცხდა.

 ამ დღეს დაიბადნენ

1891. ხოსე ბენინკასა. 1917-29 წლებში ურუგვაის მონტევიდეოსპენიაროლისმცველი და კაპიტანი. ურუგვაის 10-გზის ჩემპიონი. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 35 მატჩი, რომელშიც 8-ჯერ გუნდის კაპიტანი იყო. პირველი ურუგვაელი ფეხბურთელი, რომელმაც საზღვარგარეთ იასპარეზა. ხოსე ბენინკასა 1916 წელს ბუენოს აირესისბოკა ხუნიორსისღირსებას იცავდა.

1911. ვილიბალდ შმაუსი. 1930-40-იან წლებში ავსტრიისა და გერმანიის ნაკრებთა ნახევარმცველი. ორივე ეროვნულ გუნდში ჩაატარა 25-25 მატჩი. მსოფლიოს 1938 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ავსტრიის ხუთგზის ჩემპიონი და გერმანიის თასის მფლობელი.

1916. ჰენკ ლუიზეტი. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მან პირველმა დაამკვიდრა კალათის მისამართით ბურთის ცალი ხელით ტყორცნა.

1933. კონსტანტინე ლოკტევი. ჰოკეიში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების, საბჭოთა კავშირის პირველობების მრავალგზის გამარჯვებული.

1944. ტაკამაიმა. ჰავაელი სუმოისტი. ჭიდაობის ამ სახეობაში პირველი არაიაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი.

1946. რიკ ადელმანი. ამერიკელი კალათბურთელი და მწვრთნელი. წვრთნიდაპორტლენდს”, “გოლდენ სტეიტს”, “საკრამენტოს”. ამჟამადჰიუსტონისდამრიგებელია. მწვრთნელის რანგში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მოგებული აქვს 800- შეხვედრაზე მეტი.

 

1949. პაულო სეზარი. ბრაზილიელი ფეხბურთელი. 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1974 წლის მუნდიალის ნახევარფინალისტი.

1951. რობერტო დურანი. პანამელი მოკრივე. 1972-90 წლებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა ოთხ წონით კატეგორიაში (მსუბუქ და საშუალო წონებში). ძლიერი დარტყმის გამო, “ქვის მუშტიშეარქვეს. რინგზე ჩატარებული 119 ორთაბრძოლიდან 103 მოიგო, მათ შორის 70 ნოკაუტით. აქტიური სპორტული კარიერა 50 წლისამ 2002-ში მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე ავტოავარიაში მოჰყვა. პოპულარული გამოცემარინგ მეგეზინისვერსიით ყველა დროის საუკეთესო მოკრივეთა შორის მეხუთე ადგილზეა.

1952. ალექსანდრ ზაიცევი. ციგურებით ფიგურულ სრიალში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1976, 1980). მსოფლიოსა და ევროპის პირველობების მრავალგზის ჩემპიონი. გამოდიოდა ირინა როდნინასთან წყვილში.

1957. ადრი ვან ტიგელენი. 1982-93 წლებში ჰოლანდიის ნაკრების მცველი. გუნდის შემადგენლებოში ჩაატარა 56 მატჩი. ევროპის 1988 წლის ჩემპიონი. ჰოლანდიის ჩემპიონი. ორ-ორჯერ გახდა ბელგიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. იყო პსვ-სა და როტერდამისსპარტასმწვრთნელი.

1959. ჟუარი. 1970-80-იანი წლების ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა პორტუგალიასა და იტალიაში. განსაკუთრებულ წარმატებასპორტოშიგამოსვლისას მიაღწია, რომლის რიგებშიც 1987 წელს ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები, აგრეთვე, ევროპის სუპერთასი მოიპოვა. პორტუგალიის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1966. იან ჟელეზნი. ჩეხი მძლეოსანი. შუბის ტყორცნაში 1992 და 1996 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1966. რენდი ბარნსი. ამერიკელი მძლეოსანი. ბირთვის კვრაში დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი.

1967. იურგენ კლოპი. გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას 1989-2001 წლებში გამოდიოდამაინცში”. 2001-08 წლებში წვრთნიდამაინცს”. 2008 წლიდან დორტმუნდისბორუსიასმთავარი მწვრთნელია. დორტმუნდელებთან ერთად 2011 და 2012 წლებში გახდა გერმანიის ჩემპიონი. 2012 წელს მოიპოვა ქვეყნის თასი, 2008 და 2013-ში კი სუპერთასი. 2013 წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. 2011 და 2012 წლებში დაასახელეს გერმანიის საუკეთესო მწვრთნელად.

1970. კობი ჯონსი. 1991-2003 წლებში აშშ- საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. აშშ- ნაკრებში ჩატარებული აქვს სარეკორდო მატჩების (164) რაოდენობა. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე. 2002 წელს გახდა აშშ- ჩემპიონი.

1973. ნიკოს მახლასი. საბერძნეთის ნაკრების, ოფი-, არნემისვიტესის”, ამსტერდამისაიაქსის”, “სევილიას”, “ირაკლისის”, კვიპროსის აპოელ-ის ფორვარდი. საბერძნეთის ნაკრებში ჩაატარა 61 მატჩი, გაიტანა 18 გოლი. “აიაქსისშემადგენლობაში (ამ გუნდში მახლასი შოთა არველაძის პარტნიორი იყო) 2002 წელს გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი, 1999 და 2002 წლებში კი ქვეყნის თასი მოიპოვა. ნიკოს მახლასივიტესისშემადგენლობაში გამოსვლისას ევროპის ბომბარდირთათვის განკუთვნილი პრიზით  “ოქროს ბუცითდაჯილდოვდა. მან იმ სეზონში 38 გოლი გაიტანა. 2007 წელს გახდა კვიპროსის ჩემპიონი, 2008-ში კი ამ ქვეყნის თასს დაეუფლა.

1978. დაინიუს ზუბრისი. ლიტველი ჰოკეისტი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბვაშინგტონისფორვარდი.

0.121068