ფეხბურთი

17:21 | 6.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა და “ბარსელონა” - სამუდამოდ ერთად

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა ანდრეს ინიესტამ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და კარიერის დასრულებამდე “ბლაუგრანას” შემადგენლობაში დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურ საიტზე და სოციალურ ქსელში უკვე განათავსა.

წინა შეთანხმებით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე ჰქონდა. ახალი ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალური ცერემონია დღეს, “კამპ ნოუზე” გაიმართება.

33 წლის მოთამაშე “ბარსას” მთავარი გუნდის შემადგენლობაში 2002 წლიდან გამოჩნდა, თუმცა, მანამდე იყო “ბარსელონას” ახალგაზრდული 1996-2000 წლების სეზონებში და შემდგომი 2 სეზონი – “ბარსელობა B”-ში. ანდრესმა ახალგაზრდული კარიერა “ალბასეტეში” დაიწყო, სადაც 1994-1996 წლებში ირჯებოდა.

აქვე გეტყვით, რომ დღემდე ინიესტემ კატალონიური კლუბის მაისური 639 მატჩში მოირგო და 55 გოლიც მიიწერა საკუთარ ანგარიშზე.

0.117677